საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის, - ცვლილებებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას.
„ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც მნიშვნელოვანია და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩქარა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზებული მიდგომა კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ცალკეული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან მიმართებაში - რამდენიმე ქვეყანასთან ვაჭრობის დინამიკაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.