რევაზ ბენიძე: ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას ცაგერის „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციის შესახებ, მანამდე კი ორი მსხვილი პროექტი ხორციელდება
13-06-2016, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს, უახლოეს პერიოდში, ახალი სპორტკომპლექსი და საბავშვო ბაღი ექნება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბარში ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ გააკეთა.

 


„ადმინისტრაციულ ცენტრში ახალი სპორტკომპლექსი შენდება. ვვარაუდობთ, რომ პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ჯამში სპორტკომპლექსზე, რეგიონული განვითარების ფონდი 2 მლნ 800 000 ლარს დახარჯავს.

 


მეორე პროექტი, რომელიც ამჟამად ხორციელდება ეს არის ბაგა-ბაღის მშენებლობა. ქვედა ცაგერში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, ფაქტობრივად, უკვე აშენებულია და ივლისში ჩაბარდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, ჯამში, 500 000 ლარი დაიხარჯება“ - აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 


როგორც რევაზ ბენიძემ guardian.ge-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექის განსახორციელებლად ემზადება. ბენიძის თქმით, მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე აღდგენილი „მწვანე თეატრი“ ექნება.

 


„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - ველოდებით განკარგულებას „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციის შესახებ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს იყო ცნობილი კულტურის ობიექტი, ცაგერის სახე იყო, შესაბამისად, ჩვენ გვინდა აღდგეს და ფუნქციონირება განაგრძოს.

 


პროექტი უკვე მოვამზადეთ, თანხასაც ველოდებით რეგიონული განვითარების ფონდიდან. წერილიც გაგზავნილია, რომელსაც განიხილავს სპეციალური კომისია ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შემდეგ ეს საკითხი გავა მთავრობის სხდომაზე, მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, თვის ბოლოსთვის ობიექტის ტენდერზე გატანის შესაძლებლობაც იქნება.

 


თუ დამტკიცდა ჩვენი პროექტი, აგვისტოს ბოლოს დავიწყებთ ამ ობიექტის რეაბილიტაციას. არა მგონია, რომ სამ თვეზე მეტი დაგვჭირდეს. ძირითადი შენობა შენარჩუნებულია, სჭირდება იერსახის შეცვლა და დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება“- აღნიშნა რევაზ ბენიძემ და დაამატა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   martali sityva
      
რევაზ ბატონო,
ამ პროექტების გახორციელება კარგია, მთავრობის დამსახურებაა. თან ეს ყველა შარშან დაწყებული პროექტებია და თქვენ რომ კარგი მენეჯერი იყოთ, ეს პროექტები უკვე დამთავრებული უნდა იყოს. მაგრამ ამ პროექტების განხორციალებას, რომ ტენდერები უსწრებს იმას რომ კორუფციის სუნი უდის, იმაზე რას იტყვით? როგორც თქვენს მიერ ჩატარებულ ყველა ტენდერს. ამის დიდოსტატი პირველი მოადგილე თან ხომ ამისთვის მოიყოლეთ თბილისიდან. სწორედ კორუფციული ,,კომპეტენტურობის“’ კვალი ეტყობა ამ ტენდერებს, იმდენჯერ ჩაატარეთ სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერი: ცალკე სააგენტომ გაგიუქმათ, იმდენად,, კომპეტენტურად“ მომზადებული გქონდათ, აშკარად თქვენთვის სასურველ ფირმას გინდოდათ მოეგო . იმდენჯერ ჩაშალეთ, ბოლოს ვინ მოიგო არ ვიცი, მაგრამ აშკარად თქვენიანი რომ იქნება ,,კოჭებზე” ეტყობა. თითქმის ნახევარი წელი მოუნდით ამ ტენდერის ჩატარებას. იტყვით, პროვოკატორია ვიღაცააო. არა ბატონო! სიმართლეა! რაც ყველამ იცის. ნამდვილად თქვენზე მეტად შემტკივა გული რაიონზე. თქვენ, ისიც კი გითქვამთ ადრე, 24 საათი ხალხის სამსახურში ვიქნებიო, მაგრამ თვეში ერთი კვირა თუ იქნებით რაიონში, ხოლო დანარჩენი თვის დღეები და კვირეები თბილისში ხართ თქვენს ოჯახთან ერთად. ან რა ბიუჯეტი უძლებს თქვენს მივლინებებს საინტერესოა. კარგად გვახსოვს, როგორ ისვენებდით საახალწლოდ ოჯახთან ერთად ბაკურიანში და ცაგერში გზები თოვლისაგან გაუწმენდავი და ჩაკეტილი რომ იყო. გზების გაწმენდითი სამუშაოების ტენდერიც თოვლი რომ აღარ იყო, შემდეგ ჩაატარეთ და აქაც ფული იშოვეთ, რომ გამომზიანდა შემდეგ ჩამობრძანდით. ეს ორი წელი კი იბაირამეთ და......... ძალიან ბევრს ტრაბახობთ და არადა ყველამ იცის ბოლო 20–25 წლის განმავლობაში არ ყოფილა რაიონში ისეთი ქაოსი და კორუფცია თქვენ რომ შექმენით.
ძალიან კარგად გაქვთ საქმე კორუფციაში და თანხების არამიზნობრივ და შეუსრულებელ სამუშაობში თანხების გადარიცხვაში. ( ვგულისხმობ სულ ახალ საქმეს, საგამოძიებო ორგანოებში რომ დარბიხართ გამგებელი და მოადგილე (ჩაკვეტაძე ) თქვენს თანამშრომლებთან ერთად). ამ საქმის ჩაფარცხვაში ვინ დაგეხმარათ, ბარემ ისიც დაგეწერათ, არც ეს იქნებოდა უინტერესო.
17 ივნისი 2016 02:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი