მაია ფანჯიკიძე: რუსეთი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ქმედებებს კვლავ განაგრძობს
04-08-2014, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად ეტაპობრივი ნაბიჯები გადადგა, თუმცა რუსეთი მავთულხლართების გავლებას კვლავ განაგრძობს.

 

 

ფანჯიკიძემ ამის შესახებ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

,,საქართველოს მხრიდან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ეტაპობრივი ნორმალიზებისკენ ნაბიჯები გადაიდგა. ჟენევის საერთაშორიო მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობის უმთავრეს ფორმატად რჩება, ამასთან, გრძელდება არაფორმალური დიალოგი საქართველოსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის. საქართველოს პრაგმატმატული პოზიციის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარკვეული პოზიტიური დინამიკის მიღწევა რუსეთთან ეკონომიკისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თუმცა, რუსეთი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ქმედებებს კვლავ აგრძელებს, მათ შორის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების განთავსებას. ეს ყველაფერი კი, იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე ადეკვატურ პასუხად ვერ ჩაითვლება, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

 

რაც შეეხება რუსეთის გადაწყვეტილებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებაზე, მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას არ ნიშნავს. მისი თქმით, ამის შედეგაც საბაჟო ტარიფები შეიცვლება, რაც სავაჭრო მაჩვენებელზე იქონიებს გავლენას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი