"არ არის გამორიცხული პლეხანოვზე ვიყარო კენჭი", - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, ყოფილმა დეპუტატმა, ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე მე რაჭაზეც ვფიქრობდი....ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ვიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ რა მიმიღია”, - განაცხადა ლეკიშვილმა.
კითხვაზე, ვინ სთავაზობდა ”ქართული ოცნება” თუ პაატა ბურჭულაძის პარტია, რომ მათი კანდიდატი ყოფილიყო, ლეკიშვილმა განმარტა, რომ სხვა პარტიებიც არიან.
”არა, სხვებიც არიან. პაატას დიდი ხანია ვიცნობ. ბევრი ღირსეული ადამიანია მის პარტიაში და ვფიქრობ, ეს ძალა პარლამენტში ბევრ დეპუტატს შეიყვანს”, - განაცხადა ლეკიშვილმა.
ამასთან, ნიკო ლეკიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი შეიძლება იყოს.
”ხომ გითხარით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ალბათ, იმ პოლიტიკური ძალის, ვინც ეს პირველად შემომთავაზა”, - განაცხადა ლეკიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.