გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, საზოგადოებამ მთავარი პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებიდან გადაყენება უნდა მოითხოვოს.
ამის შესახებ კილაძემ მთავარ პროკურატურაში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, მოხდა ცინიკური ფაქტი, რადგან მაშინ, როდესაც მთავარ პროკურატურაში მისი დაკითხვა მიმდინარეობდა, მის „ფეისბუქის“ გვერდზე კიდევ ერთხელ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.
„მოხდა სრულიად ცინიკური რამ, ვზივარ დაკითხვაზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საგამოძიებო მოქმედების პერიოდში ადამიანები, ეს „ფეისბუქ“ მომხმარებელი ისევ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აკეთებს კომენტარებს ჩემს სხვადასხვა სტატუსებზე. ყველამ, ჩვენ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ სამი რამ - პირველი, თანამდებობები დატოვონ გომელაურმა და გოგაშვილმა, მისმა მოადგილემ, შს მინისტრი საერთოდ გვყავს თუ არა, საკითხავია და საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
ელისო კილაძეს ფარული ვიდეო კადრების ამსახველი ახალი ინტერნეტ მისამართები უცნობმა პირებმა სოციალური ქსელით გაუგზავნეს. ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პროკურატურას შეატყობინა, რის გამოც ის საგამოძიებო ორგანოში სამი საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.