"საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებამ, შორს უნდა ვიყუროთ და ყველა ზომას უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ თითოული მოქალაქის უსაფრთხოება და თვით სიცოცხლე საიმედოდ იყოს დაცული" , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთი წლის წინათ, 132 ივნისს მომხდარ ტრაგედიას.
"დღეს ერთი წელი შესრულდა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან. შეუცვლელი ადამიანური დანაკლისი, განადგურებული ქალაქის ცენტრი: დაუნდობელმა სტიქიამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.
ამ მოვლენის შემდგომმა დღეებმა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, განსაცდელში ერთიანობისა და მძიმე შედეგების დასაძლევად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.
ეს ძალისხმევა, სამწუხაროდ, ვერაფრით შეამსბუქებს თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. მაგრამ საყოველთაო სოლიდარობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ქვეყნისთვის გარჯის ასეთი გმირული პრეცედენტები არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი" - ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.