გიორგი მარგველაშვილი: უმნიშვნელოვანესია, ნათლად ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან
04-08-2014, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავაბაროთ გამოცდა და ნათლად ვაჩვენოთ ყველას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან.

 


ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 


პრეზიდენტმა უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, თუ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდება, რამდენად არის შესაძლებელი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადმოსცეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ხომ არ აისახება უარყოფითად ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე.

 

 

"დარწმუნებული ვარ, რომ იმ ძალიან ინტენსიურ დიალოგში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან, უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ყველამ ჩავაბაროთ გამოცდა, ნათლად ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პროკურატურის პოზიცია, არამედ მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენი მოქალაქის, სახელმწიფო მოხელის პოზიცია, რომ არაფრის დიდებით საქართველოში არ განხორციელდეს არანაირი პოლიტიკური დევნა. ამასთან დაკავშირებით მე ვიქნები ჩართული ამ პროცესებში, მუდმივად შევეცდები, ამ საკითხებთან დაკავშირებით გავაკეთო ის, რომ საქართველოს დემოკრატიულობას არასდროს მიადგეს ჩრდილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი