სოხუმის მერი რუსეთის წინააღმდეგ – რუსებს აფხაზეთში სამხედრო ბაზები პირველ რიგში, ნატო-სგან რუსეთის დასაცავად სჭირდებათ, ჩვენ კი კაპიკებს გვიხდიან
13-06-2016, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებული პოლიტიკისადმი ღია უკმაყოფილებას გამოხატავას აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების ერთ–ერთი მაღალჩინოსანი. სოხუმის მერი, ადგურა ხარაზია ადგილობრივი გაზეთის, НУЖНАЯ ГАЗЕТА –სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ხელისუფლებისაგან აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ბაზებისთვის ფინანსური საფასურის გადახდას ითხოვს, რადგან მისი თქმით, "უზარმაზარ ტერიტორიაზე" განლაგებული რუსული ბაზები, პირველ რიგში არა აფხაზეთს, არამედ თავად რუსეთს იცავენ ნატოს–აგან.

 

 

გამოცემასთან მერის ინტერვიუს ძირითადი ნაწილი ქალაქის საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მათი გადაწყვეტის გზებსა და ადმინისტრაციული რეფორმების საჭიროებას ეხება. სწორედ აღნიშნულ კონტექსტში ისაუბრა ხარაზიამ "აფხაზეთი-რუსეთის ურთიერთობების ცივილიზებულ სიბრტყეში" გადაყვანაზე.

 

 

"ჩვენ გვესაჭიროება 300 კმ წყალგაყვანილობის სისტემის მილების შეცვლა, ასფალტის დაგება, სახურავების შეცვლა და ა.შ ჩემთან მუდმივად მოდიან ადამიანები ან აგზავნიან წერილებს და მოითხოვენ თავიანთი საცხოვრებელი სახლების სახურავების რემონტს, იქ სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ ამას ვაკეთებთ, სადაც შეცვლაა საჭირო, იქ ვცვლით მთლიანად, მაგრამ ზოგან თანხების უქონლობის გამო, ბევრი ქალაქისთვის სასიცოცხლო პრობლემის გადაჭრას ვერ ვახერხებთ"- აცხადებს მერი.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხები, მერმა უპასუხა, რომ "ერთი მხრივ, ჩვენ საკუთარ ძალებზე ვაკეთებთ გათვლებს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ".

 

 

"ჩვენთვის კაპიკების გადახდით ისინი ჩვენი ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილით სარგებლობენ, იმ ნაწილით, რომელიც ჩვენ მათ სამხედრო ბაზების განსათავსებლად დავუთმეთ. მათ ეს ბაზები არამხოლოდ ჩვენს დასაცავად განათავსეს, არამედ პირველ რიგში, ეს ბაზები ნატო-სგან რუსეთის დასაცავად სჭირდებათ. რატომ არ უნდა მოვთხოვოთ მათ თანხების გადახდა? რატომ არ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები ცივილიზებულ სიბრტყეზე? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს. რატომ უნდა დავამკვიდროთ განსაკუთრებული წესები რუსეთისა და აფზაზეთის ურთიერთობებში?", - აცხადებს სოხუმის მერი.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასვა თუ არა ეს საკითხები "ქვეყნის ხელმძღვანელობის" წინაშე – ხარაზიამ უპასუხა: "ამჯერად არა, მაგრამ როცა მე ვიყავი დეპუტატი და შევდიოდი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაში, სახელმწიფო სასათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წინაშეც ვსვამდი ამ საკითხებს. ახლანდელ ხელისუფლებასთან ამ თემებზე არ მისაუბრია, რადგანაც ახლა მე სამეურნეო საკითხების გადაწყვეტით ვარ დაკავებული."

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი