საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტებზე მყისიერი რეაგირებაა საჭირო, თუმცა ახალი ტექნოლოგიების ხანაში მისი სწრაფ ვადებში აღმოფხვრა რთულია.
ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩაწერილი სიბინძურე, მათივე ძალისხმევით ხელიდან ხელში გადადიოდა.
„ის, რომ 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგროვებული ფარულად ჩაწერილი სიბინძურე ქვეყნიდან არის გატანილი, ან არ არის გატანილი, მაგრამ მათივე დამსახურებით, მათივე ძალისხმევით, ხელიდან ხელში გადადიოდა, ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე მყისიერი რეაგირება, გამოძიება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების ხანაში ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ბოლომდე, მოკლე ვადაში მათი ეს ქმედებები იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავარი პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინათ აიტვირთა, წუხელ კი ფარული ჩანაწერის ინტერნეტ-მისამართები რამდენიმე ადამიანს გადაეგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.