„ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გამოეხმაურა.
თეა წულუკიანის თქმით, ის კოალიცია, რომელიც ამ სარჩელს ამზადებს, ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან შედგება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა დეპუტატებმა და სხვა წევრებმა უკვე მოამზადეს მსგავსი სარჩელი, ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა. ის კოალიცია, რომელიც ამ სარჩელს ამზადებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან შედგება. მაქვს კითხვა - ვისი სარჩელია, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ არასამთავრობოებისა და ბიზნესმენების, ამ რეფორმის წინააღმდეგ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. აქტივისტების შეფასებით, კანონი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გამართულ და დამოუკიდებელ მუშაობას. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, კანონში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათავალისწინების მიუხედავად, კვლავ დარჩა ხარვეზი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.