ორლანდოს ღამის კლუბზე თავდამსხმელის მამა ამბობს, რომ მან არ იცოდა თუ მის შვილს "გუშლი სიძულვილი" ჰქონდა.
13-06-2016, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორლანდოს გეი კლუბზე თავდამსხმელის მამა ამბობს, რომ მან არ იცოდა თუ მის შვილს "გუშლი სიძულვილი" ჰქონდა.

 


ომარ მათინმა ორლანდოში (ფლორიდა) კვირას გამთენიისას გეიკლუბში 50 ადამიანი მოკლა და 53–ზე მეტი დაჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით ამერიკის მასობრივი მკვლელობების ბოლოდროინდელ ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული ჩაიდინა.

 

 

სადიყ მათინმა თქვა, რომ მას არ ესმის რატომ განახორციელა გასროლები მისმა შვილმა ღამის კლუბ Pulse–ში. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ მისი შვილი გაბრაზებული იყო მას შემდეგ, რაც მან მაიმიში დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ.

 


განცხადებაში, რომელიც ინტერნეტით გამოქვეყნდა და მისი მშობლიური ავღანელი ხალხისადმი იყო მიმართული, სადიყ მათინმა განაცხადა, რომ მის ვაჟი იყო "ძალიან კარგი ბიჭი", რომელსაც ჰყავდა ცოლი და შვილი და "თავისი ოჯახის მიმართ ძალიან პატივისცემით იყო განმსჭვალული." 

 


"მე არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. მე არასდროს არ დამიშვია, რომ მას ჰქონდა სიძულვილი თავის გულში.... მე ღრმად ვარ დამწუხრებული და ამის თაობაზე შეერთებული შტატების მოსახლეობას განვუცხადე."

 


მან დაამატა, რომ არ იცის, თუ რატომ ჩაიდინა მისმა შვილმა ამგვარი ქმედება რამადანის თვეში – ისლამური სამყაროს ამგვარ წმინდა თვეში.

 


ე. წ. ისლამურმა სახელმწიფომ, რომელმაც განცახადა, რომ თავად იდგა აღნიშნული თავდასხმის უკან, მოუწოდა მის რიგებში გაწევრიანებულ მუსლიმებს რამადანის პერიოდში დასავლეთზე თავდასხმები განახორციელონ.

 


კვირას სედიყ მათინმა განაცხადა: "ჩვენ მთელი ამ ინციდენტის გამო ბოდიშს ვიხდით. ჩვენ შოკირებული ვართ ისევე, როგორც მთელი ქვეყანა."

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი