თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის მისამართით არსებულ კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
მისი თქმითვე, საკითხის მოკვლევის შემდეგ შესაბამისი რეაგირება იქნება.
„ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. ბუნებრივია ჩვენ უნდა დაველოდოთ გარკვეულ დასკვნებს და შეხედულებას უფრო ჩამოვაყალიბებთ. მასთან გვქონდა საუბარი და ზუსტად იგივე ტექსტი თქვა, რომ ეს არის მის წინააღმდეგ და მისი დის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟი. ყველაფერს კვლევა დაადგენს. ჩვენ დაველოდებით გარკვეულ დასკვნებს და რეაგირება იქნება“,-განაცხადა ალიბეგაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
გუშინ გადაცემა P.S.-ში სიუჟეტი გავიდა, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა, ბადრი ჯავახიშვილმა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
ჯავახიშვილის განცხადებით, თედო კობახიძემ მას პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.
სიუჟეტის თანახმად, ამ ისტორიას გაგრძელება უკვე თბილისის საკრებულოში მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.
თავად თედო კობახიძე ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.