ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ერთი რიგითი ბრალდებულია – ასეთი განმარტება გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების დაინტერესებაზე, მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების შემთხვევაში, რა პროცედურები იქნება მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
"აქ შეიძლება გამოყენებული იყოს კანონით დართული მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს გამომძიებლამდე და სასამართლომდე მიიყვანს. იქნება ეს გვარად სააკაშვილი თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს მიხეილ სააკაშვილი ერთი რიგითი ბრალდებულია", – აღნიშნა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.