დედაქალაქის მერი 13 ივნისის სტიქიის დროს მორიგე ექიმებს შეხვდა
13-06-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მეთორმეტე რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს მორიგეობდნენ. მერთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფილიალში იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი ბუთხუზი.

 


“დღეს მოვედი იმისათვის, რომ მადლობა მეთქვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ისედაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ მათ სტიქიის დღეებში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს და ძალიან ბევრი იშრომეს, რომ გადაგვერჩინა ადამიანების სიცოცხლე. კონკრეტულად ეს ფილიალი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს და თვითონ შენობაც მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზიანდა, ასევე, სამსახურის ავტომანქანა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მეშვეობით კონკრეტულად იმ ღამეს და შემდგომ დღეებში, ამიტომაც ეს ადამიანები იმსახურებენ მადლობას და იმსახურებენ იმას, რომ ჰქონდეთ უკეთესი პირობები - ფილიალი მოწესრიგდა სტიქიის შემდეგ, დალაგდა, აღიჭურვა ისევ იმ თანამედროვე მოწყობილობებით და ტექნიკით, რაც მათ სჭირდებათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის და ამდენად, გამართულად მუშაობს,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 


13 ივნისის ღამეს სტიქიის ეპიცენტრში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე- 3, მე-8, მე-10 და მე-12 რაიონული განყოფილებების 35 ბრიგადა მუშაობდა. მაშველებთან ერთად, სასწრაფოს ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ.

 


თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული განყოფილება, რომელიც ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, ტრაგედიის ღამეს დაზიანდა და სრულად გასული წლის დეკემბერში აღდგა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი