ნინო ბურჯანაძე: არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი აღშფოთება ხელისუფლების იმ უუნარობის გამო, რომელიც შარშან ვიხილეთ
13-06-2016, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ პარტიის მთავარი საბჭოს წევრებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 

”პირველ ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიას შეეწირა. ძალიან მძიმეა საუბარი, აქ იმყოფება სრულიად ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ამ ტრაგედიის გამო დაქვრივდა. არიან მშობლები, რომლებმაც შვილი დაკარგეს. დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა მათთვის, ბუნებრივია, ეს არის სრულიად გამოუსწორებელი ტრაგედია და ჩვენც ყველას გვახსოვს ეს დიდი განსაცდელი, როდესაც იმ ვითარებაში შეიძლებოდა ადამიანები არ დაღუპულიყვნენ, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. მე რა თქმა უნდა, არ შემიძლია კვლავ არ დავაფიქსირო ჩემი აღშფოთება ხელისუფლების იმ უუნარობის გამო, რომელიც შარშან ვიხილეთ.

 

პრაქტიკულად ის, რომ ადამიანები არ იყვნენ წინასწარ გაფრთხილებულნი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, არ იქნა ზომები დროულად მიღებული, გახდა კიდევაც ადამიანების დაღუპვის მიზეზი. მე არ ვარ დარწმუნებული არც იმაში, რომ ღმერთმა დაიფაროს და ანალოგიური რამ კიდევ განმეორდეს, მოსახლეობა დაცულია და ის ტრაგიკული შეცდომები, რაც იყო გასულ წელს დაშვებული, არ განმეორდება. მე ვერ ვხედავ ხელისუფლების უნარს, მოაგვაროს ელემენტარული პრობლემები და უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ყველაზე სამწუხარო არის ეს, რასაც შემდეგ ადამიანების სიცოცხლე, ჯანრთელობა და ნერვები ეწირება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი