დავით ნარმანია თედო კობახიძეზე: გარკვეული საკითხები დამატებით უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული
13-06-2016, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,  ის საქმის კურსშია  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია დაიწყოს გამოძიება.

 

 

„ვნახე მე თავადაც სიუჟეტი და ვფიქრობ, გარკვეული საკითხები დამატებით უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული შესაბამისი ორგანოების მხრიდან. უმჯობესია ამასთან დაკავშირებით შემდგომ გაკეთდეს კომენტარი“, - განაცხადა ნარმანიამ.

 

 

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც საქმის გამოძიებამდე თედო კობახიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,  დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ საკითხს სამართლებრივად შესწავლა სჭირდება.  

 

 

გუშინ გადაცემა P.S.-ში სიუჟეტი გავიდა, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა, ბადრი ჯავახიშვილმა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.

 

 

ჯავახიშვილის განცხადებით, თედო კობახიძემ მას პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.

 

 

სიუჟეტის თანახმად, ამ ისტორიას გაგრძელება უკვე თბილისის საკრებულოში მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.

 

 

თავად თედო კობახიძე ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი