პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლო სისტემის მუშაობაში ღიად ერევა.
აღნიშნულით აბაშიძე წულუკიანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ყოფილი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ემსახურება.
„ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც იუსტიციის მინისტრი ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებული საქმეების განაწილებაზე, დროის საკითხზე, ეს არის ღია ჩარევა სასამართლო ხელისუფლებაში... ასეთი ტიპის განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ ერთ დანიშნულებას ატარებს, როგორ მოაწონონ თავი თავიანთი განცხადებებით მათ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილს, რომ შემდგომ ისევ მოხვდნენ მინისტრებად, პარლამენტში და ასე შემდეგ“,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეების განხილვასთან დაკავშირებით რიგითობის პრინციპს არღვევს. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვა ჭიანურდება, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის დავებს 6-7 დღეში იხილავს სასამართლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.