კვირიკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში
13-06-2016, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, საუბარი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით.

 


გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

 


პრემიერმა დელეგაციის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მედიაპლურალიზმის, საკუთრების უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული რეფორმების შესახებ.

 


NDI-ის დელეგაცია საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ზოგად პოლიტიკურ გარემოს და იმ ფაქტორებს, რომელსაც საარჩევნო პროცესის წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, 4 დღის განმავლობაში შეაფასებს, ხოლო ვიზიტის დასასრულს, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტს გამოაქვეყნებს.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იანუშ ონიშკევიჩი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI-ის საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თამარ სართანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი