ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინასა და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელებთ უკრაინასა და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ხვალ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.