საკონსტიტუციო სასამართლო: თეა წულუკიანის განცხადებები აღიქმება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად
13-06-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებები აღიქმება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

 

 

”იუსტიციის მინისტრის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას. აღნიშნული განცხადებები არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, არამედ შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის.

 

 

იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს და მისი განცხადებები აღიქმება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად. გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას.

 

 

შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

 


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვისას რიგითობა ირღვევა.

 

 

”ამ პასუხებმა უნდა აჩვენოს, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში. ჩემი გადასახედიდან ირღვევა რიგითობის პრინციპი. რატომ ირღვევა? ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად „რუსთავი 2”-ის შვიდ საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ. რიგითობა ირღვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ასეთი მიკუთვნების დროს საქმის ობიექტურდ გადაწყვეტას და პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის მხრივ”, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი