2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, დღეს მოხალისეები აქცია-პერფორმანსს გამართავენ.
აქციის მონაწილეები ასევე 20:30 საათზე, თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ათასი სანთლის ანთებას გეგმავენ და წინასწარ შემუშავებული მონახაზის მიხედვით, ანთებული სანთლებისგან სიმბოლურად მდინარის იმიტაციას შექმნიან.
აქციაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.
2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი. სტიქიამ, თითქმის, მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი კი წყალდიდობას ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.