პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-06-2016, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან დღეს პირველ ლედისთან, მაკა ჩაჩუასთან ერთად მივიდა და  გასულ წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შარშან ერთსულოვნად ებრძოდა სტიქიას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

 

 

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს.

 

 

ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ, მუდმივად გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს, რომელიც შარშანყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პირველი ლედის განცხადებით, დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა.

 

 

„ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი ქალაქი შეძრა ამ ტრაგედიამ. დღეს ის დღეა, როცა ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა. მათ არასდროს დაივიწყებს საქართველო“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი