რამაზ საყვარელიძე: სოხუმის მერის განცხადება აფხაზეთში რუსეთის მიმართ უკმაყოფილების ზრდის სერიოზულ მასშტაბზე მიუთითებს
13-06-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"აფხაზეთის სამთავრობო ელიტაში რუსეთის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება" - ასე აფასებს guardian.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე სოხუმის დე ფაქტო მერის მიერ რუსეთის პოლიტიკის მიმართ ღია უკმაყოფილების გამოხატვას.

 

 

"უკვე დიდი ხანია რუსეთის მიმართ უკმაყოფილების ზრდის ტენდენცია მოჩანს აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში. ოღონდ ამას არ აქვს ის მასშტაბი, რაც იგრძნობოდა მერის განცხადებაში - მისი განცხადება უკმაყოფილების ზრდის სერიოზულ მასშტაბზე მიუთითებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ სხვა უწყებების ხელმძღვანელებიც დაიწყებენ ამ მიმართულებით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. პროცესი ბევრ ფაქტორს მოიცავს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა თავად რუსეთი, აფხაზურ წრეებში ვის რა ინტერესი გაუჩნდება და ა.შ ზედმეტი ოპტიმიზმი არ იქნება სწორი, თუმცა, საყურადღებო ტენდენციაა", - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

კითხვაზე, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის მიმართ აფხაზეთის მორჩილი პოლიტიკა, საყვარელიძის განცხადებით, ეს არ არის მორჩილების პოლიტიკა, მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთს აწყობდა და მიაჩნდა რომ გარკვეულ ეტაპზე იყო სასარგებლო.

 

 

"თუმცა, დროთა განმავლობაში, ვლინდება რომ აფხაზებისთვის აღნიშნული პოლიტიკა ხელსაყრელი არ არის. გინდათ პირიქით ვთქვათ - ხიფათის შემცველია. ოღონდ ამ ხიფათის შემჩნევას სჭირდება სურვილი. რომ შეამჩნიოს აფხაზეთმა ეს ხიფათი მერე რა უნდა ქნას? დავუშვათ დაბრუნდეს საქართველოში? ასეთი პოზიციის გაზიარება უჭირთ დღევანდელ აფხაზეთში. ახალგაზრდა თაობა იკითხავს, მაშინ რისთვის იბრძოდითო? ანუ ომი და უზარმაზარი მსხვერპლი კარგავს აზრს. ელიტაში თაობების ცვლილებას ექნება, ალბათ, სამომავლოდ მნიშვნელობა. მნიშვნელობა ექნება ასევე რუსეთის მოქმედებებს - დაუშვებს თუ არა იგი მომავალში შეცდომებს"- აღნიშნა საყვარელიძემ guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ ქართულ-აფხაზური "გაყინული" ურთიერთობების ფონზე, საერთო ენის გამონახვის გზად არაფორმალური ურთიერთობები ესახება.

 

 

"აუცილებელია, არაფორმალური კავშირები, სპეცსამსახურების დონეზე არსებული კავშირებიც კი და არავითარ შემთხვევაში რაღაც საჯარო განცხადებები, ამისთვის მდგომარეობა მომწიფებული არ არის" - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებული პოლიტიკისადმი ღია უკმაყოფილება გამოხატა რამდენიმე დღის წინათ აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა. სოხუმის მერი ადგილობრივი გაზეთის, НУЖНАЯ ГАЗЕТА –სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ხელისუფლებისაგან აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ბაზებისთვის ფინანსური საფასურის გადახდას ითხოვს, რადგან მისი თქმით, "უზარმაზარ ტერიტორიაზე" განლაგებული რუსული ბაზები, პირველ რიგში არა აფხაზეთს, არამედ თავად რუსეთს იცავენ ნატოს–საგან.

 

 

"ჩვენთვის კაპიკების გადახდით ისინი ჩვენი ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილით სარგებლობენ, იმ ნაწილით, რომელიც ჩვენ მათ სამხედრო ბაზების განსათავსებლად დავუთმეთ. მათ ეს ბაზები არამხოლოდ ჩვენს დასაცავად განათავსეს, არამედ პირველ რიგში, ეს ბაზები ნატო-სგან რუსეთის დასაცავად სჭირდებათ. რატომ არ უნდა მოვთხოვოთ მათ თანხების გადახდა? რატომ არ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები ცივილიზებულ სიბრტყეზე? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს. რატომ უნდა დავამკვიდროთ განსაკუთრებული წესები რუსეთისა და აფზაზეთის ურთიერთობებში?", - აცხადებს სოხუმის მერი.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასვა თუ არა ეს საკითხები "ქვეყნის ხელმძღვანელობის" წინაშე – ხარაზიამ უპასუხა: "ამჯერად არა, მაგრამ როცა მე ვიყავი დეპუტატი და შევდიოდი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაში, სახელმწიფო სასათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წინაშეც ვსვამდი ამ საკითხებს. ახლანდელ ხელისუფლებასთან ამ თემებზე არ მისაუბრია, რადგანაც ახლა მე სამეურნეო საკითხების გადაწყვეტით ვარ დაკავებული."

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი