თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებით, ის სასამართლოს დასრულებამდე მის წინააღმდეგ ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემას აღარ აპირებს.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯავახიშვილი თავად არის გამომძალველი და მისი განცხადებები ცილისმწამებლურია.
„ბადრი ჯავახიშვილი 6 თვის განმავლობაში მსახურობდა საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიაში, იგი არ იყო შტატიანი თანამშრომელი და მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით, ხოლო ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის 6 თვის შემდეგ, ჯავახიშვილს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად ახსენდება, რომ თითქოს მის მიმართ ხორციელდებოდა გამოძალვის ფაქტი. რეალურად კი, მისი მხრიდან ხორციელდებოდა გამოძალვა. კერძოდ, მან კონკრეტული SMS მისწერა მანანა კობახიძეს, მიუთითა კონკრეტული ანგარიშის რეკვიზიტები და მოითხოვა, რომ ჩვენ ჩაგვერიცხა მის ანგარიშზე 5 ათასი ლარი. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია სამართალდამცავ უწყებაში. ეს კრიმინალი კი დღეს ბედავს და დგამს ტელეშოუს „რუსთავი 2“-ზე, რომლითაც მან შეურაცხყო ჩემი ოჯახის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
გუშინ გადაცემა P.S.-ში სიუჟეტი გავიდა, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა, ბადრი ჯავახიშვილმა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
ჯავახიშვილის განცხადებით, თედო კობახიძემ მას პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.
სიუჟეტის თანახმად, ამ ისტორიას გაგრძელება უკვე თბილისის საკრებულოში მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.