პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელმაც პარიზის ჩრდილო–დასავლეთ გარეუბნის ახლომდებარედ პოლიციელი და მისი ცოლი მოკლა. სამართალდამცავებმა აღნიშნული შემთხვევის გამო ანტი–ტერორისტული ოპერაცია წამოიწყეს და არ გამოირიცხება, რომ მომხდარს პოტენციურად "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდეს კავშირი. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, გერმანული გამოცემა იუწყება, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის 42 წლის მეთაურს, საფრანგეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 55 კილომეტრით მდებარე მაგნანვილში მისი სახლის წინ, თავს დანით ორშაბათს დაესხა. თავდამსხმელმა სახლის შიგნით პოლიციელის ცოლი და შვილი მძევლებად აიყვანა.
საფრანგეთის ელიტარული პოლიციის დანაყოფმა ალყა შემოარტყა სახლს და თავდამსხმელთან რამდენიმე საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სახლში შეიჭრა. ოპერაციისას პოლიციამ ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახდინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, პიერ ჰენრი ბრანდეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციამ მოახერხა 3 წლის ბიჭის სახლიდან უვნებლად გამოყვანა, მაგრამ პოლიციელი და მისი პარტნიორი გარდაცვლილები იპოვეს.
"გამოძიება იწყება. ჩვენ არ გაგვაჩნია იმის მანიშნებელი დოკუმენტები – სერიოზული მტკიცებულება – თუ რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივაცია," განაცხადა ფრანგმა პროკურორმა ვინცენტ ლესკლოუზმა და დაამატა, რომ თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
BBC ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ამბების სააგენტო "ამაქ"–ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" "მებრძოლმა" განახორციელა.
თუკი აღნიშნული დადასტურდა, ეს იქნება IS -ის პირველი მებრძოლის თავდასხმა საფრანგეთში მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბრის საზარელი ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელმაც პარიზში 130 ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ოფისმა განაცხადა, რომ სამშაბათ დილით ელისეს სასახლეში შეხვედრა გაიმართება და მომხდარ შემთხვევაზე იმსჯელებენ.
"ნათელი მოეფინება ამ საზიზღარი დრამის გარემოებებს," აღნიშნულია პრეზიდენტ ოლანდის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.