სტრასბურგის სასამართლო, დღეს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ”ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” შეტანილ სარჩელსაც განიხილავს.
სასამართლოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ”2013 წლის 21 მაისს დაპატიმრებული მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ 22 და 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა, გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა და ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი მოშორების მიზნით მიიღო, რამაც ”ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება გამოიწვია. მერაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ, ამგვარი გადაწყვეტილებით, მას მომავალ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ხელი შეუშალა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს გვიან ღამით ის გამოიყვანეს საკნიდან და მთავარ პროკურორთან დაკითხვაზე წაიყვანეს, სადაც ის ღირსების შემლახველი ქმედების გამოყენებით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ დაკითხეს. მან სასამართლოს მსვლელობისას ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
საბოლოოდ, ვანო მერაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას გმობს”, - ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს ადგილობრივი დროით, 10.00 საათზე გამოაქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.