შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა. შსს–ს ცნობით, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ აჭარის რეგიონში, ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.
ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის ბულვარის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან. გიორგი მღებრიშვილმა შენობა და ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.
სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს „ბათუმის ბულვარის“ დაცვის განყოფილების ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებისთვის ყველა სამუშაო პირობაა შექმნილი. ეს უკვე მეხუთე ახალი შენობაა, რომელიც დაცვის პოლიციამ, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) შემდეგ, ბათუმში გახსნა.
„პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წელს აქტიურად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაცვის პოლიციის 20-მდე შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობაა დაგეგმილი“,- აცხადებენ სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.