აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ვარაუდობს, რომ ორლანდოს გეი ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმა ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი ექსტრემიზმია და შესაძლოა, სულაც არ იყოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ მკაფიო მინიშნებას, რომ თავდამსხმელი ქვეყნის გარედან იმართებოდა. მან განაცხადა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს წარმოადგენდა", თუმცა ეს ფაქტი ჯერ არ დასტურდება", - აღნიშნული განცხადება ბარაქ ობამამ ოვალურ კაბინეტში, გამოძიების ფედერალურ ბიუროს დირექტორთან საუბრის შემდეგ გააკეთა.
ორლანდოს გეი ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა 12 ივნისს გამთენიისას მოხდა.
ორლანდოში მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის, პარიზშიც სადაც ეიფელის კოშკი ცისარტყელის ფერებში განათდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.