საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.
ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ არსებობენ სხვა პირებიც, რომლებსაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ასევე სთხოვდა ფულს.
„რანაირად არის ეს გამოძალვა, როდესაც ჩემსას ვთხოვ, რომ დამიბრუნოს, აი ასე მაქვს მესიჯი მიწერილი და ამ მესიჯს ვისაც უნდა, პროკურატურასაც ვანახებ, დამიბარონ და არ არის პრობლემა. მე ამას დავამტკიცებ თუ პროკურატურა ობიექტურად წაიყვანს გამოძიებას“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის ადვოკატის, კობა კობახიძის განცხადებით კი იმ ადამიანებს შორის, ვისაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფულს სთხოვდა, ერთ-ერთი მათგანი მამუკა ნოზაძე - „ქართული ოცნების“ ყოფილი იურისტია.
„ჯავახიშვილის მსგავსად სხვებიც იყვნენ, სხვა იურისტებიც მის დღეში. არის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს მოსარჩელე მამუკა ნოზაძის სარჩელის დაკმაყოფილების სახით. ქეშად აძლევდა ის იურიდიულ კომისიას, მათ შორის თედო კობახიძეს და თედო კობახიძე აძლევდა ადვოკატებს“, - განაცხადა კობა კობახიძემ.
ბადრი ჯავახიშვილი, შსს-მ რამდენიმე დღის წინ თედო კობახიძის სარჩელის საფუძველზე ერთხელ უკვე დაკითხა. უწყება გამოძიებას 151 -ე, მუქარის მუხლით აწარმოებს.
ორი დღის წინ გადაცემა P.S.-ში სიუჟეტი გავიდა, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა, ბადრი ჯავახიშვილმა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
ჯავახიშვილის განცხადებით, თედო კობახიძემ მას პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.
სიუჟეტის თანახმად, ამ ისტორიას გაგრძელება უკვე თბილისის საკრებულოში მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.
თავად თედო კობახიძე ამ ფაქტს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯავახიშვილი თავად არის გამომძალველი და მისი განცხადებები ცილისმწამებლურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.