გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ
14-06-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას.

 

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ.

 

 

პრემიერმა ასევე პირველ ვიცე-პრემიერად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უადგილოა.

 

 

„ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე, არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი