უცხოელებისთვის საქართველოში შემოსასვლელად ახალი რეგულაციები ამოქმედდება
05-08-2014, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

 

 

ამ თემაზე განმარტებები გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ გააკეთა. ახალი კანონით სიახლეები სამი მიმართულებით შემოდის. ეს ეხება სავიზო რეგულაციებს, ბინადრობის ნებართვების გაცემას და არალეგალურად მყოფი მიგრანტის საქართველოდან გაძევებას.

 

 

გიორგი ტაბატაძემ სავიზო რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება. "ძირითადი ცვლილება არის ის, რომ ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება 180-დღიან პერიოდში 90 დღით. ეს ეხება უვიზო ქვეყნების მოქალაქეებს და იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს. სიახლეა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს საქართველოში უფრო მეტი ხნით შემოვიდეს ანუ გრძელვადიანად – სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოჯახის გაერთიანების მიზნით, ამ შემთხვევაში მათ საემიგრაციო ვიზის აღება მოუწევთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტაბატაძემ.

 

 

კანონში განხორციელებული ცვლილებებით საკანონმდებლო დონეზე არ იქნება განსაზღვრული იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, სადაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. ასეთი ქვეყნების სიას მთავრობა საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს. გიორგი ტაბატაძის ცნობით, სახელმწიფოთა სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეეძლებათ, აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

 

 

"უვიზო რეჟიმი ექნებათ ევროპის ქვეყნების, ნატო-ს წევრი, დსთ-ს წევრი და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს", - აღნიშნა გიორგი ტაბატაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი