ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა
14-06-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

6-10 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს რეგიონების, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.

 

 

როგორც guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ესტონეთის რესპუბლიკის პარნუს რეგიონის გუბერნატორთან კალევ კალიუსტესთან, ლაანემაას რეგიონის გუბერნატორთან ნეემე სურთან, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორთან მარიე მარდისალუ-კაჰართან და ადგილობრივი თვითმმართველობების ესტონეთის კავშირის თავმჯდომარესთან კურმეტ მუურსეპთან.

 


ასევე, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ევროკავშირის უდიდესი რძის გადამამუშავებელი საწარმოს, ნარჩენების მართვის ცენტრს, წყლის მართვის სადგურსა და ესტონეთის ელექტრონული მომსახურებების ცენტრს ეწვივნენ.

 


შეხვედრებზე, ესტონურმა მხარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.

 


ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა უმასპინძლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი