ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
14-06-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე ზ. პ. დააკავა.

 

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განახორციელა უსაქონლო ოპერაცია, რა დროსაც შპს „მედვოუ-ჯორჯიას“ სახელით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ყალბად დააფიქსირა 300 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის - ანგიოგრაფიის დანადგარის გაყიდვა ერთ-ერთ იურიდიულ პირზე.

 

 

აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, მოქალაქემ მოითხოვა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 40 %-ის, 120 000 ლარის გადახდა, საიდანაც წინასწარ ავანსის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

 


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი