საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ ვაკე-საბურთალოს გზაზე, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმთავრესი არის ის, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ იყო უდიდესი კონსოლიდაცია. მისი თქმით, ამ დღეს მთელი ერი გაერთიანდა.
„ზუსტად 1 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც ზუსტად ამ დროს თბილისში დატრიალდა და რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დანაკარგია, როდესაც ამდენი ახალგაზრდა ეწირება ბუნებრივ კატაკლიზმას, რომელიც გამოიწვია მეწყერმა, წყალდიდობამ და ყველაფერმა ერთად.
იყო უდიდესი თანაგრძნობა მთელი ერის ახალგაზრდების მხრიდან გამოხატული, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ იმისთვის, რათა გაეწმინდათ მიდამოები. რამდენიმე პრეცედენტი მახსენდება ასეთი. ეს იყო 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გაერთიანდნენ და ერთ მუშტად იყო შეკრული მთელი ერი და ეს იყო 13 ივნისის ტრაგედია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.