ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი შესაძლოა წლის ბოლოს გადაწყდეს.
ამის შესახებ მან ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვერავითარ სუბიექტურს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდეს ეს საკითხი, თუ არადა გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება წლის ბოლოს გადაწყდეს. საქართველო ამას იმსახურებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.