ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას მომავალშიც გამორიცხავს.
ამის შესახებ მან ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ბიზნესში რჩება.
„მომავალში საერთოდ სიტყვა „ალბათსაც“ გამოვრიცხავ, რადგან არარელურია, რომ რაიმე მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩემი დაბრუნება გახდეს საჭირო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ „რატომ იღებს დარტყმას თავის თავზე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის „ამ ქვეყნის შვილია და მისი კეთილდღეობა სურს“.
„ამ ქვეყნის შვილი ვარ და იმიტომ. არ იფიქროთ, რომ რაიმე პრივილეგია გამაჩნია. მინდა ჩემი ქვეყანა იყოს სტაბილური და დემოკრატიული. მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მოხერხდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.