ევროპარლამენტარები: საქართველომ უვიზო მიმოსვლისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა და საკითხის გადადება ევროკავშირის იმიჯს დააზიანებს
14-06-2016, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. უვიზო რეჟიმთან ერთად, მსჯელობა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზეც გაგრძელდება.

 

 

ევროპარლამენტარები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკითხის გადადება ევროკავშირის იმიჯს დააზიანებს.

 

 

„სექტემბერში, სტრასბურგში სესიაზე საკითხის კენჭისყრაზე გატანა იქნება საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი კი ოქტომბერში. მიგრაციის პრობლემებისა და დროებითი შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა პარლამენტს პარალელურ რეჟიმში უწევს....

 

 

უვიზო რეჟიმი არ არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, უვიზო რეჟიმი სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, თავისუფალი მიმოსვლა სჭირდებათ ოკუპირებულ ტერიტორტიებზე მცხოვრებ ადამიანებსაც. ყველა ვინც საქართველოში ცხოვრობს, მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და რატომ უნდა დავაკავშიროთ საქართველო სხვა ქვეყნებთან. საქართველომ გააკეთა ძალიან ბევრი რამ და ამის შემდეგ წესების შეცვლა იქნება არასწორი და არასამართლიანი. გადაწყვეტილების გადადება ზიანს მიაყენებს ევროკავშირის იმიჯს“ - აცხადებს ევროპარლამენტარი, ანდრეს მამიკინსი.

 

 

ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი იმ მითებსა და ჭორებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მედიით ვრცელდება. აუსტრევიჩიუსს კრიმინალთან დაკავშირებული 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველო 24-ე ადგილს იკავებს მხოლოდ.

 

 

„ჩემი კოლეგები ევროპის მასშტაბით ქართველების მიერ ჩადენილ და მათ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაზე საუბრობენ. უამრავი მითი და ჭორი ვრცელდება. ამიტომ მე ვაჩვენე ელმარ ბროკს 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა - ქართველები არიან იტალიელებზე, უკრაინელებზე, ალბანელებზე, სერბებზე ქვევით. ვფიქრობ, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში შევძლებთ სესიაზე კენჭისყრას. ოპტიმისტური ვარიანტი იქნებოდა ივლისში, მაგრამ უფრო რეალისტური არის სექტემბერი“ - აცხადებს აუსტრევიჩიუსი.

 

 

არც ერთ პარლამენტარს სხდომაზე ეჭვქვეშ არ დაუყენებია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების აუცილებლობა, მათ შორის, იმ გამომსვლელებსაც კი, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ.

 

 

„წინასაარჩევნო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება გარემო - ინციდენტი ზუგდიდში, ე.წ. კაბელების საქმე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მაგალითად ფიქრობდა და ფიქრობს, რომ ბრალდებული პირები უდანაშაულოები არიან. პოზიტიური სიგნალები კომისიიდან ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო არ უნდა იყოს აღქმული არასწორად და კარტბლანშად“- აღნიშნავს ევროპარლამენტის წევრი, იარომირ შტეტინა.

 

 

სანდრა კალნიეტეს თქმით კი ქართველი ხალხი ვიზა-ლიბერალიზაციას იმსახურებს იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი და არიან პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ციხეებში.

 

 

„ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზა-ლიბერალიზაციას, მაგრამ უვიზო რეჟიმთან ერთად, იმსახურებს ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს. ყველა ევროპული დემოკრატიული სტანდარტი დაცული უნდა იყოს, რაც ნიშნავს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, თავისუფალ მედიას, არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, განსაკუთრებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, ასევე შეწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლა. მიღებელია შერჩევითი სამართლის გამოყენება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც რჩებიან ციხეებში. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა არ უნდა გადადოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება. ამავე დროს, შეიმუშაოს შეჩერების მექანიზმი და აამუშაოს, თუ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს“, - აცხადებს სანდრა კალნიეტე.

 

 

სანამ საქართველოსთვის ვიზე-ლიბერალიზაციასა და შეჩერების მექანიზმს კენჭისყრაზე გაიტანენ მანამ სტრასბურგში, ივლისში ევროპარლამენტის კომიტეტებში კენჭისყრები დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი