ევროპარლამენტის წევრის, სანდრა კალნიეტეს თქმით, ქართველი ხალხი ვიზა-ლიბერალიზაციას იმსახურებს იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი და არიან პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ციხეებში.
„ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზა-ლიბერალიზაციას, მაგრამ უვიზო რეჟიმთან ერთად, იმსახურებს ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს. ყველა ევროპული დემოკრატიული სტანდარტი დაცული უნდა იყოს, რაც ნიშნავს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, თავისუფალ მედიას, არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, განსაკუთრებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, ასევე შეწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლა. მიღებელია შერჩევითი სამართლის გამოყენება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც რჩებიან ციხეებში. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა არ უნდა გადადოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება. ამავე დროს, შეიმუშაოს შეჩერების მექანიზმი და აამუშაოს, თუ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს“, - განაცხადა სანდრა კალნიეტემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. უვიზო რეჟიმთან ერთად, მსჯელობა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზეც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.