ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია.
ამის შესახებ ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა თუ თუ რა დოზით არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ პარტიის შტაბში არ დადის, თუმცა შეიძლება თვეში ერთ შეკრებას დაესწროს.
„მე არ ვარ პროცესებში ჩართული. „ოცნების“ საარჩევნო პროცესებში ჩართვა შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. მე შტაბში არ დავდივარ. შეიძლება თვეში ერთხელ შეკრებას დავესწრო, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება. პროცესები მიდის ჩემ გარეშე. რაც შეეხება ჩემი, როგორც მოქალაქის აქტიურობას, ჩემი სურვილია, რომ „ოცნებას“ მხარდაჭერა გამოვუცხადო, ვინაიდან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპული მიმართულებით გააგრძელებს სიარულს. მხოლოდ ამ მიზეზით ვუჭერ მხარს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად, რომ „ოცნება“ შეიცვლის მიმართულებას და ღირებულებებში აღრევა მოხდება, მე მას დავუჭერ მხარს, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. გუნდში არის უამრავი წარმატებული პიროვნება, ვინც იზიარებს ამ კურსს. ამ მიმართულებით „ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაემორჩილონ იმ აგიტაციას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ექსპერტებს, „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზიებულ ეკონომიკურ ფორუმზე მივიდნენ და დაასაბუთონ, თუ მეტი რისი გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წელიწადში.
„ეკონომიკური სიდუხჭირით სპეკულირება არის გარკვეული ხიფათი იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. არავინ ამბობს, რომ მთავრობამ გააკეთა მაქსიმალური. ამბობენ, გადით რეგიონებში რამდენი გაჭირვებულიაო. გაჭირვებული იქნება და ამის აღმოფხვრა 3-4 წელიწადში შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს 10-15 წელიწადში. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია. დიდი სურვილი მაქვს, მოსახლეობამ ამის ანალიზი გააკეთოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.