ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ქართველმა ხალხმა იცის თუ ვინ იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
ამის შესახებ ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ.
„სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.