„ნაციონალური მოძრაობის“ სულელური ქმედებები რომ არა, ის რაც მოხდა, არ მოხდებოდა - ისე გამოჰყავთ, რომ ეს 2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ახლა მზადდება ფილმი, რას სთხოვენ სააკაშვილს, როგორ ითხოვენ ამერიკელები, რომ გაჩერდეს. მაილსი იხსენებს, მუდამ ამას ცდილობდა და ძლივს ვაჩერებდითო. მაგრამ რუსული აგრესიის როლი ამით არ მცირდება. რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა, ამაზე საუბარი ჩემთვის რთულია, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა გავაერთიანოთ და ეკონომიკა განვავითაროთ. მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ავირჩიეთ სწორი სტრატეგია. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა განვავითაროთ. გაძიერებულ და გამთლიანებულ სახელმწიფოში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ სურვილი, ჩვენთან იყვნენ. ახლა რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, ეს დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. მიანიშნებენ, უნიათო ხელისუფლებააო, ამ დროს უნიათოები თვითონ არიან, ნახეთ რა დღეში დატოვეს სახელმწიფო.... ბევრი გაუაზრებელი შეცდომა მოხდა წინა ხელისუფლებების დროს, მარტო რუსეთს ნუ დავაბრალებთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.