კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონალაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
”კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დემოკრატიისთვის კარგია და ამას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან. ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს "ქართული ოცნება" ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ, თუმცა, მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ, ასეთი ეკონომიკის და მცირე დაფინანსების პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას.... დემოკრატიას არაფერი ისეთი აღარ ემუქრება. ”ნაციონალები” 5 კაცით საოცრებას ვეღარ მოახდენენ, მაგრამ კოალიციური მთავრობა ასეთი ეკონომიკურ პირობებში იქნება ძალიან რთული. პრემიერს და მთავრობას სჭირდება ძლიერი გუნდი”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.