თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი
14-06-2016, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც  2013 წლის მაისში დაიწყო და  2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი.

 

 

ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გამორთულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„ივანე მერაბიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის ოთხი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მით უმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული ივანე მერაბიშვილის გაყალბებული პასპორტი“,-განაცხადა მინისტრმა.

 

 

თეა წულუკიანმა დარღვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლის დეკემბერში მომხდარი ინციდენტი აუცილებლად გამოსაძიებელი იქნება.

 

 

„რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად ერთი ფრაზით გამოიტანა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული, და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, რომ თითქოს, ის 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებული და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა.  მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა რომელიც დასრულდა 2 წლის წინ კანონიერად არის აღიარებული, გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან, ესეც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად“,-განაცხადა მინისტრმა.

 

 

თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

 

 

"ივანე მერაბიშვილი ითხოვდა 15 000 ევროს, მას მიანიჭეს 4 000 ევრო, მისი ადვოკატი ოთარ კახიძე კი  ითხოვდა 35 000 ევროს საადვოკატო მომსახურებისათვის, მაგრამ მას მიანიჭეს ასევე 4 000 ევრო. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. ის შედის ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც, თუ მე, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი, და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, მას არ გავასაჩივრებთ. ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, მაგრამ როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ, გაისად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი