გიორგი რუხაძე: ხელისუფლება ცდილობს დაიქვემდებაროს სასამართლო და ამავე დროს ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა
14-06-2016, 05:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ცდილობს დაიქვემდებაროს სასამართლო ხელისუფლება და ამავე დროს ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა", - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ გააკეთა.

 

 

„როდესაც 10 ივნისს საქართველო ლუქსემბურგში ელოდა დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს მინისტრებისგან, იმავე დილას სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ.... საქართველოს მთავრობას აღარ შესწევს ძალა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს" - აცხადებს რუხაძე.

 

 

მისი თქმით, გუშინ დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ევროკავშირის საბჭოში. ვიზიტის მიზანი საქართველოსთვის გაურკვეველი დროით შეჩერებული ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი იყო. გიორგი რუხაძის განცხადებით, ამ საფრთხეებზე იგი მარტის თვეშიც საუბრობდა, თუმცა, ხელისუფლებამ არც რჩევები გაითვალისწინა და არც დროულად და აქტიურად იმოქმედა, რომ თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაცია დადებითად დასრულებულიყო.

 

 

მისივე თქმით, არსებობს ძალიან სერიოზული გარეფაქტორები, მიგრაციის პრობლემები, თუ გართულებული კრიმინალური ვითარება, რაც ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ეს ფაქტორები უცვლელად პრობლემური იყო მაშინაც, როდესაც საქართველომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა და დაპირება მიიღო, რომ ზაფხულში ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოახერხებდნენ ევროპაში გადაადგილებას.

 

 

როგორც გიორგი რუხაძე აცხადებს, საქართველო არა თუ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადების წინაშე დგას, არამედ შესაძლებელია ეს პროცესი 2016 წელს საერთოდ არ გადაწყდეს.

 

 

ივლისის დასაწყისში მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალ ხედვას წარადგენს. მომავალ კვირას კი გიორგი რუხაძე და პაატა ბურჭულაძე გაემგზავრებიან ბრიუსელსა და სტრასბურგში და ოფიციალურ პირველ პირებს შეხვდებიან.

 

 

„აუცილებელია ახალი ხედვა, რომელიც უვიზო მიმოსვლას კვლავაც რეალისტურს გახდის. ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა გვიან შემოდგომაზე მაინც მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი