საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს რაიმე ფორმით ყოფილი შინაგან საქმეთა მერაბიშვილის ციხეში ყოფნის საკითხის გადასინჯვას.
ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება ვერ და არ იწვევს რაიმე ფორმით დღეს ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის საკითხის გადასინჯვას, რადგან ის დღეს იხდის სასჯელს. ის აღარ არის წინასწარ პატიმრობაში, ის არის მსჯავრდებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.
„ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ დაადგინა, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის. შესაბამისად, დაუყონებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება“,-განაცხადა კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.