დავით უსუფაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ
14-06-2016, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ.

 

 

აღნიშნულით უსუფაშვილი დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა  სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმითვე, ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც შეცდომებს დაუშვებს.

 

„სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ - საკუთარი სასამართლოსიც და სტრასბურგისაც, რომელსაც საქართველოზე იურისდიქცია აქვს, ამიტომ „ვეთანხმები“, “არ ვეთანხმები“, „მომწონს“, „არ მომწონს“ გამოსაყენებელი ტერმინები არ არის. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ. ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების. კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამით მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, ყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ ვიღაცამ დაასკვნას, თითქოს ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა ახდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვანო მერაბიშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს, უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება უნდა აცადონ.

 

 

„ვაცადოთ პრეზიდენტს, მან კონსტიტუციის კითხვაც იცის, მისი გამოყენებაც იცის, მას შეუძლია გაერკვეს ხოლმე საკითხებში, ვეტო ხან დაადოს, ხან არ დაადოს, პატიმარი ხან შეიწყალოს, ხან არ შეიწყალოს. ვაცადოთ პრეზიდენტს ყველა ამ გადაწყვეტილების მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი აღნიშნა,  რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს რაიმე ფორმით ყოფილი შინაგან საქმეთა მერაბიშვილის ციხეში ყოფის საკითხის გადასინჯვას.  

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი