გოგი თოფაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
14-06-2016, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მრეწველთა“ ლიდერი, გოგი თოფაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და იწონებს.

 

 

„ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ მისი პარტია არჩევნებში ისეთ შედეგს მიიღებს, რომ არ დასჭირდება კოალიციური დახმარება“ - განუცხადა guardian.ge-ს თოფაძემ.

 

 

მისი შეფასებით, ყველა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება და აღნიშნული ნორმალური პოლიტიკური პროცესია.

 

 

„ეს ივანიშვილის აზრია და სწორი აზრია. უნდა გაიმარჯვოს რაღაც პარტიამ, რომელიც შემდგომ ჩამოაყალიბებს თავის მთავრობას. შეიძლება გაიმარჯვოს 6-7 პარტიამ, თუმცა, აქედან მხოლოდ ერთმა შეძლოს ისეთი რაოდენობა შეიყვანოს პარლამენტში, რომ კოალიციური მთავრობა აღარ იყოს საჭირო. სწორედ ეს არის მისი გამოსვლის ლეიტმოტივი“ - აღნიშნა თოფაძემ.

 

 

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ქვეყნისთვის.

 

 

„ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს "ქართული ოცნება" ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ, თუმცა, მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ, ასეთი ეკონომიკის და მცირე დაფინანსების პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას....“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი