ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სასამართლოს განაჩენის დასაწყისში აღნიშნული აქვს: "მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაპატიმრება კანონის წესების გვერდის ავლით მოხდა და უსაფუძვლო იყო. განმცხადებელი (აპლიკანტი) ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაპატიმრება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილებას ემსახურებოდა მიზნად".
სასამართლოს დეტალურად აქვს განხილული 2012 წლის 30 ნოემბრის ინციდენტი, როდესაც მერაბიშვილი საქართველოდან სომხეთში ევროპის სახალხო პარტიის სემინარზე დასასწრებად მიემგზავრებოდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.
პუნქტში სასამართლოს შემდგომი სისხლის სამართლის საქმეები აქვს განხილული.
პუნქტში საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ვითომცდა საპატიმრო ადგილიდან გაურკვეველი დანიშნულების ადგილისკენ გაყვანისა და შემდგომი საქმეების შესახებ.
პუნქტში მოცემულია მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისადმი საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია.
guardian.ge გთავაზობთ სწორედ D პუნქტში აღწერილი საქმის ძირითადი ნაწილის თარგმანს, საიდანაც ირკვევა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს ღამით საკნიდან გაყვანა სარწმუნოდ მიიჩნია და დაასკვანა, რომ: "პროკურატურის მხრიდან აღნიშნული გამოყენებული იყო, როგორც დამატებითი შესაძლებლობა მიეღოთ ბერკეტი კავშირში არ მყოფ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილსა და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ფინანსური აქტივობების შესახებ გამოძიების ჩატარებას ეხებოდა."
"103. სასამართლო მხედველობაში იღებს აპლიკანტის წინა სასამართლო განცხადებების ზოგად საფუძველს. ამგვარად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლიდან მალევე, აპლიკანტი, რომელსაც მანამდე მაღალი სახელმწიფო პოსტები ეკავა და შემდეგ კი ქვეყანაში ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა, დადანაშაულებული იქნა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და რამდენიმე სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში – დაპატიმრებული და გასამართელბული იქნა. ბევრი საერთაშორისო მიმომხილველი, მათ შორის უცხო ქვეყნების მაღალი რანგის სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოხატავდნენ წუხილს, რეჟიმის მხრიდან აპლიკანტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეუსაბამო, ფარული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაძლო გამოყენებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად აქტიური პერსონის განცხადება კონვენციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმ მიზნით რომ ხელი შეეშალოს მის მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, ყოველთვის უნდა იყოს მიჩნეული ძალზე სერიოზულად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის ფნქციონირებას შორის არსებული კავშირიდან გამომდინარე. ამგვარად, განსაკუთრებულ გარემოებებში, გადაწყვეტილება აპლიკანტის დაპატიმრებაზე, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე, მისი მაღალი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ დროს როცა მასზე საქმეები აღიძრა, უნდა იყოს აღქმული უფრო ფართო კონტექსტით.
ეს ზოგადი კონტექსტი უეჭველად მოგვაგონებს იმ სიტუაციებს, რომელსაც განიხილავდა სასამართლო, ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებზე. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხაზგასმული იყო იმ უკრაინულ საქმეებში, სასამართლომ ვერ განახორციელა მისი გულდასმითი გახილვა კონვენციის მე–18 მუხლის ქვეშ.
104–ე ნაწილში სასამართლო განაგრძობს: მიუხედავად ამისა ახლანდელი საქმის გარემოებები გვკარნახობს, რომ აპლიკანტის პატიმრობაში აყვანას ჰქონდა მისთვის დამახასიათებელი ადვილად გასარჩევი მახასიათებლები, რაც უფლებას აძლევს სასამართლოს შეხედოს მას განცალკევებულად ზემოთ–ხსენებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან. განსაკუთრებულობა დევს, ყველაზე მეტად, 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტში, როცა აპლიკანტი, მისი მტკიცების თანახმად, გაიყვანეს საკნიდან გვიან ღამით, მთავარ პროკურორთან და ციხის ხელმძღვანელთან, D.D., რომლის დროსაც უკანასკნელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა აპლიკანტის სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაპატიმრება გამოიყენეს როგორც ბერკეტი მიეღოთ მისგან ინფორმაციები მასთან კავშირში არმყოფი გამოძიების შესახებ, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილს და ასევე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საკითხს ეხებოდა. სავარაუდოდ, აპლიკანტის მიერ 2013 წლის 14 დეკემბრის გარშემო გარემოებების აღწერა შესაძლოა, ერთი შეხედვით და იმ დროს, როცა საკითხზე მრავალმნიშვნელოვანი შიდა გამოძიება არ არსებობს, ჩანს რომ რომ არის მტკიცებები. მიუხედავად ამისა, აპლიკანტის ანგარიში განსაკუთრებით სანდო და დამაჯერებელი იყო, რადგან მან შეძლო ნათლად და თანმიმდევრულად გაეხსენებინა ამბების მიმდინარეობა, დრო, როცა ეს ამბები მოხდა, სახელები, რომლებიც ამაში ჩართული იყვნენ, სხვადასხვა განმასხვავებელი დეტალები, რაც მისი საკნიდან ღამით გაყვანას ეხებოდა, და მისი საუბარი O.P -სა და D.D.–სთან. მან შიდა ხელისუფლებას პირველივე შესაძლებლობისთანავე მიაწოდა ინფორმაცია ინციდენტის გარემოებების შესახებ, საჯაროდ გამოხატავდა მის მზაობას ეთანამშრომლა ნებისმიერ გამოძიებასთან და მოუწოდებდა ხელისუფლებას, გამოეკვლია ციხის სამეთვალყურეო კამერების შესაბამისი ვიდეო ჩანაწერები, როგორც მისი განცხადებების დამამტკიცებელი საბუთები. გარდა ამისა, აპლიკანტის მიერ ფაქტების ანგარიში დადასტურდა ნაწილობრივ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარი ოფიციალური პირის L.M.–ს (ქალბატონის) მიერ, რომელიც D.D-ს მიერ პერსონალურად იქნა დათხოვნილი თანამდებობიდან, მალევე მან, L.M.– მ ამის გამამჟღავნებელი განცხადებები გააკეთა.
შემდგომი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ნათლად შესამჩნევი უგულობა სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობისა, გაეხადა ციხის სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი; ეს შემთხვევას უფრო მეტ ნათელს მოჰფენდა. ზოგადად, სასამართლო შენიშნავს რომ ხელისუფალნი, ყველაზე მეტად პრემიერ მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, და მთავრი პროკურორი ზუსტად ეწინააღმდეგებოდნენ გამოძიების შესახებ მოწოდებებს, რომელსაც აპლიკანტი, საზოგადოების წარმომადგენლები და თვით ზოგიერთი მაღალი რანგის სახელმწიფო ოფიციალური პირებიც კი არაერთხელ ითხოვდნენ. არც მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მრავალმნიშვნელოვანი ახსნა 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტისა, გარდა მოკლე დამოწმებისა, ძალზე ბუნდოვანი შიდა ძიების თაობაზე, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ახორციელებდა და რომელთან დაკავშირებითაც თვით ყველაზე მცირე ინფორმაციაც კი არ ყოფილა სასამართლოსთვის გაზიარებული. ყველა ამ განსაკუთრებულ გარემოებებს აღნიშნული საქმისა მიჰყავს სასამართლო იქითკენ, რომ გაარკვიოს, ფაქტის ობიექტური მოსამართლის შეხედულებით, რომ აპლიკანტის ანგარიშს ინციდენტის შესახებ უნდა დავეთანხმოთ, რომ ის არის ნამდვილი, უტყუარობის ყველაზე შესაძლებელი მაღალი ხარისხით.
მხედველობაში თუ მივიღებთ ზემოთ ჩამოყალიბებულ ფაქტებს, სასამართლოს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ დაადგინოს, რომ აპლიკანტის სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაპატიმრება გამოყენებული იყო არა მხოლოდ იმისათვის, რომ მიეყვანათ ის კომპეტენტურ კანონიერ ორგანოებამდე მისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ჩადენილი სხვა სისხლის სამართლის დანაშაულობების ბრალის წაყენებით, რისთვისაც ის გასამართლდა, არამედ პროკურატურის მხრიდან აღნიშნული გამოყენებული იყო, როგორც დამატებითი შესაძლებლობა მიეღოთ ბერკეტი კავშირში არ მყოფ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილსა და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ფინანსური აქტივობების შესახებ გამოძიების ჩატარებას ეხებოდა.... ნამდვილად, დაპატიმრების პერსპექტივა არ შეიძლება გამოყენებული იყოს მორალური ზეწოლის განხორციელების საშუალებად ბრალდებულისადმი," ნათქვამია საქმის – "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.