ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხალვაშისთვის შეთავაზებას ძალაში ტოვებს
14-06-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ძალაში ტოვებს მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ შეთავაზებას ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის მისამართით, რომ თუ სასამართლო პროცესები არჩევნებამდე დასრულდება, მენეჯმენტის უცვლელად დატოვების სანაცვლოდ, ის მზად არის ხალვაშს ფული გადაუხადოს.

 

 

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„თუ მოხდება, რომ სასამართლო დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე არჩევნები, იმის გამო, რომ თქვენ ხართ ოსტატები სიცრუის გავრცელების და საზღვარგარეთ თავისუფლად გაყიდვით, რომ თავისუფალ მედიას ავიწროებენ, რომ არ დაგვჭირდეს ჩვენ ბევრი განმარტებები უცხოელებთან,  რომ რეალობა ასეთი არ არის, რომ სასამართლო მიდის მესაკუთრეებს შორის, ორი ყოფილი მესაკუთრე იბრძვის სასამართლოში იმისთვის, რომ წართმეული ტელევიზია დაიბრუნონ, ეს არის რეალობა. ამ რეალობის გატანა საზღვარგარეთ, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება. ამის ოსტატები თქვენ ხართ გარეთ.

 

 

დავა მიდის, ორი ყოფილი მესაკუთრე - დავით დვალი და ქიბარ ხალვაში ედავებიან საკუთრებაში. თუ დათო დვალი მოვიდა ტელევიზიაში, კატასტროფა მოხდება და გვარამიამ უნდა მართოს? ეს არის სოლიდარობა? არ გაფერმკრთალდეს ის არჩევნები, რომელიც იგეგმება. ისეთივე უნდა იყოს როგორც ორი არჩევნები ჩატარდა, ევროპული ტიპის და არ გაუჩნდეს ევროპელებს და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კითხვები, რომ არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულად. ამ მიზეზით, მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებდი და ვთხოვდი ხალვაშს, იქნებ გაითვალისწინოს ჩემი თხოვნა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი