საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. დღეს სამუშაო პროცესს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.
ასპინძაში რაგბის სტადიონამდე მისასვლელ არსებული გზაზე ამჟამად გრუნტის საფარია, მისი სიგრძე 2 კმ-ს აღემატება, შესაბამისად ამ გზით სარგებლობისას, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, სირთულეები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს ისე ავტომობილებს. რაც თავისთავად ხელისშემშლელი ფაქტორია ახალგაზრებისა და მოყვარულთათვის დაკავდნენ სპორტით.
პროექტი ითვალისწინებს 2 ფენიანი ა/ბეტონის საფარის დაგებას, რომლის სიგანე 6 მ იქნება. გზის ვაკისიდან, წყლის არინების მიზნით, ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა და ჩატარდება შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები. ობიექტზე დასაქმებულია 30 - მდე ადამიანი და სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობა დაუბრკოლებლად შეძლებს გადაადგილებას ამ გზადე ნებისმიერ ამინდში.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს სცდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.